ივერიონი / პილიტსაბჭოს სხდომა და ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილო პრემიერი

პილიტსაბჭოს სხდომა და ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილო პრემიერი

ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე იყო დაბარებული. ნარმანიას ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მისი მუშაობით თბილისელების უკმაყოფილებაზე კოალიციის ლიდერების პრეტენზიების და საყვედურების მოსმენა მოუხდა. ინფორაცია ამ შეხვედრის შესახებ, გადაცემა ,,პოსტსკრიპტუმს" კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ დაუდასტურა. ინფორმაციის თანახმად, ნარმანიას პრემიერმა შენიშვნები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ტენდერებთან დაკავშირებით მისცა. კოალიციის დახურულ სხდომაზე ყოფნის და ამ თემებზე საუბრის ფაქტს ,,პოსტსკრიპტუმთან" საუბარში თავად დავით ნარმანია ადასტურებს, თუმცა მისი თქმით, შეხვედრაზე სამუშაო ვითარება იყო და მან სხდომა მალევე დატოვა.

„პირველირადიო“

8-06-2015, 15:44
უკან დაბრუნება