„ინტერფრაქციული ჯგუფი ხელისუფლების მუშაობის პარალიზებას გეგმავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" შეხვედრის შემდეგ განუცხადეს. ჯონდი ბაღათურიას თქმით, თუ რაში გამოიხატება ხელისუფლებისათვის ხელისუფლების განხორციელების პარალიზება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუმცა შესაძლოა რომელიმე აქტი დღესაც დაიგეგმოს.
"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავისი არაფორმალური ძალაუფლება გაიხანგრძლივოს ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე მახინჯ სარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არ მივცეთ ივანიშვილს საშუალება გაიხანგრძლივოს არაფორმალური ძალაუფლება და მივიღეთ გადაწყვეტილება მოვახდინოთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ხელისუფლების მუშაობის პარალიზება. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა მეთოდს. შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრს, იმ ლიდერებს, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ზოგი შიმშილობდა, ზოგი ქვებს ისროდა და დროშებს აფრიალებდა, მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პარალიზებაში", - განაცახდა ჯონდი ბაღათურიამ.