"კაბელების საქმის" ადვოკატები საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე საუბრობენ. "პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ საჩივარი, რომლითაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გრიფით საიდუმლო ადევს. როგორც ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, არ გახდეს ცნობილი საქმეში არსებული დარღვევების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის. ბარათაშვილმა საქმის ექსპერტის მხრიდან კანონის უხეში დარღვევების შესახებაც ისაუბრა:
"გუშინ დღის მეორე ნახევარში მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით ამ საჩივარს და უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას მინდა შევატყობინო, რომ პროკურატურამ თავისივე საჩივარს დაადო საიდუმლო გრიფი და საიდუმლო გრიფის დადება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ფართო საზოგადოებისათვის უცნობი დარჩეს ამ საჩივრის დეტალები, რომელშიც პროკურატურა ცდილობს, რომ თეთრზე შავი თქვას და შავზე თეთრი, გარდა ამისა, რაც ყველაზე ცუდია, სავარაუდოდ შესაძლებელია რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც ამ საკითხზე იყოს საიდუმლო გრიფ დადებული მომავალში. პროკურატურას გამოუთხოვია წერილები ინფორმაცია კონტრდაზვერვის დეპოარტამენტიდან, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან და ცდილობს დაამტკიცოს რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს შეეძლო საიდუმლო გრიფდადებული დოკუმენტის გადაგზავნა, დამოუკიდებლად გადაგზავნა ნებისმიერი მესამე პირისათვის, ამ შემთხვევაში კომპანია "დელტა კომისათვის", რომელსაც ჰქონდა დაშვება სახელმწიფო საიდუმლობასთან. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ იმ პერიოდში მოქმედი, ანუ 2014 წლის სექტემბერსა და ოქტომებრში მოქმედი კანონის მე-20 და 21-ე მუხლები გარკვევით ამბობდა იმას, რომ საიდუმლო გრიფდადებული დოკუმენტის გადაცემა დაიშვება მხოლოდ უშიშროების სამინისტროს, ანუ მოცემულ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში. ამგვარი თანხმობა არ არსებობს, ისინი მიუთითებენ მთავრობის 305-ე დადგენილებაზე, რომელიც ეხება საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვებას და არა საიდუმლო დოკუმენტების გადაცემას, წინააღმდგ შემთხვევაში ეს ასე რომ ყოფილიყო მაშინ პროკურატურას თვითონვე უნდა გადეწყვიტა თავის დროზე, რომ ადვოკატები დაეშვა საიდუმლო დოკუმენტაციასთან და არ უნდა გადავემისამართებინეთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში და ეს არის სრულიად ნათელი და მარტივი საკითხი. აი, ამის დაფარვას ცდილობს პროკურატურაც მოცემუოლ შემთხვევაში ნათელია, რომ პირველი, ექსპერტმა კანონის მოთხოვნათა დარღვევით თვითონვე მოიპოვა მტკიცებულება , რომელიც დაედო საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნას, მეორე, ექსპერტმა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის შესახებ, დოკუმენტი გადაუგზავნა მესამე პირს და მესამე, ექსპერტმა ინფორმაცია, რომელიც იქნა მის მიერ მოპოვებული და რომელიც დაუდო საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნას, არ დაურთო ექსპერტიზის დასკვნას და შესაბამისად ჩვენი მხარისათვის უცნობი იყო და უცნობია დღემდე, რას დაეყრდნო კონკრეტულად ამ შემთხვევაში ექსპერტი. ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის სასაქონლო და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები არის აბსოლუტურად კანონიერი და მხოლოდ იმისათვის, რომ ეს არ გახდეს ფართო საზოგადეობისათვის ნათელი და სპეციალისტებმა და იურისტებმა არ გაიცნონ ეს დასკვნა და არ გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, დაადო საიდუმლო გრიფი პროკურატურამ თავისივე განჩინებას, შესაძლებელია ამას მოყვეს დიდი ალბათობით უკვე სააპელაციო სასამართლოს განჩინებასაც დაედოს საიდუმლო გრიფი და ჩვენი მოთხოვნაა კატეგორიული, რომ სასწრაფოდ მოეხსნას გრიფით საიდუმლო, ეს არის მხოლოდ იაიაღი და მანიპულირება პროკურატურისა, რომ დაფარონ მათი უკანონობა"-განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
„პირველირადიო“