საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 17 ნოემბერს, ყაზახეთის ვიცე-პრემიერ ერბოლ ორიმბაევთან შეხვედრისას, ტარიფების დაწევის საკითხებზე აქტიური სამუშაო შეხვედრების შესახებ განაცხადა.
კალაძის თქმით, სააქციონერო საზოგადოება "ინტერ რაოს" დელეგაცია 19 ნოემბერს ჩამოვა და ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების დაწევის საკითხებზე აქტიური სამუშაო შეხვედრები დაიწყება.