ივერიონი / რატომ მოხვდა საქართველო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შავ სიაში?

რატომ მოხვდა საქართველო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შავ სიაში?

საერთაშორსიო სამოქალაქო ავიაციის შავი სია, რომელიც დღეს "კურიერმა" მოიპოვა ადასტურებს, რომ უკვე 2 წელია საქართველო იმ 13 ქვეყანასთან მოიხსენიება, რომლებიც "იკაოს" სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

 

მიზეზი რის გამოც თბილისს პრობლემები შეექმნა საერთაშორისო ორგანიზაციასთან უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გაცემული სერტიფიკატებია. ამის გამო კი პრობლემა არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯს, არამედ ქართულ ავიაკომპანიებსაც ექმნებათ.

 

ადგილობრივ გადამყვანებს განსაკუთრებული კონტროლის გავლა უწევთ საერთაშორისო რეისების შესრულებისას.

 

ჯიბუტი, ბოცვანა, პაპუა ახალი გვინეა – ეს ის ქვეყნებია, რომელთა გვერდითაც საქართველო შავ სიაში იმყოფება.

 

კიდევ ერთი წერილი, რომელიც საქართველომ მიიღო და რომელიც "კურიერს" ასევე ჩაუვარდა ხელში ევროკავშირისგან არის გამოგზავნილი.

 

წერილში ნათქვამია რომ "იკაოს" რიგებიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სპეციალიტები ამბობენ, რომ წერილი 2013 წელს არის გამოგზავნილი და მას შემდეგ ქართული ავიაციისთვის არაფერი შეცვლილა. 

 

იმ შემთხვევაში თუ საქართველო "იკაოს" რიგებიდან გარიცხეს, ქართული ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას საერთოდ ვეღარ შეძლებენ.

 

 

11-06-2015, 21:26
უკან დაბრუნება