ადგილობრივ თვითმმართველობებში ბოლო 3 წლის განმავლობაში 100 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით. ამ ახალი კვლევის შედეგები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა.
კვლევა 2012-2014 წლებს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით მომდევნო წლებში გაცემული თანხის მოცულობა გაზრდილია. კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი - 40 მილიონი ლარი, თბილისზე მოდის.
რამდენიმე თვითმმართველმა ორგანომ ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობას არ მიაწოდა.