პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეკონომიკური მრჩეველი, გიორგი აბაშიშვილი, აცხადებს, რომ, თუკი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები არ შეიცვლება, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს.
ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მიმდინარეობდა.
პრეზიდენტის წარმომადგენლები იმ რედაქციით, რომელითაც წარმოდგენილია ინიციატივა, მხარს არ უჭერენ, რადგან ხედავენ გარკვეულ რისკებს და ითხოვენ, პროცესში ჩაერთონ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.
ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის ინიციატორი დეპუტატები საკუთარ ინიციატივაზე 2 კვირის განმავლობაში გეგმავენ მსჯელობას.