ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი თევზაძეს დახმარების თხოვნით მიმართა მსჯავრდებული დავით მანაშვილის მშობელმა, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი შვილი დღესაც საჭიროებს გადაუდებელ კვალიფიციურ სამედიცინო მკურნალობას და ამასთანავე სათანადო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას, რადგანაც დავით მანაშვილი მოთავსებული იყო სასჯელაღსრულების #18 დაწესებულებაში და მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა, ვერ იქნა დადგენილი სრული დიაგნოზი მშობლის განმარტებით დავით მანაშვილს დაუდგინეს "ცხელება", თუმცა ოჯახს გონივრული ეჭვი აქვს, რომ დავით მანაშვილს ესაჭიროება გადაუდებლად სხვა სახის სამედიცინო კვლევების ჩატარება, რათა ზუსტად დადგინდეს გამომწვევი მიზეზები. ოჯახი ლეგიტიმურად ითხოვს საკუთარი სახსრებით ჩაუტარდეს უმოკლეს დღეებში დავით მანაშვილს ექოსკოპიის გადაღება ფილტვებზე, რათა გამოირიცხოს ტუბერკულოზის და "ც" ჰეპატიტის შესაძლო ვირუსის არსებობა, რაც მისი განმარტებით, უარი ეთქვა ამ ეტაპზე ე.წ. "რიგების" გამო.
დავთ მანაშვილის ოჯახის წევრის განმარტებით, დავით მანაშვილს აღენიშნება მაღალი სიცხე და მიუხედავად ამისა, მოთავსებულია #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი პირობები არ არსებობს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დავით მანაშვილს დარჩენილი აქვს მოსახედელი 4 თვე და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ხასიათდება დადებითად, იმედია მისი ჯანმრთელობის პირობებიდან გამომდინარე, ვადამდე პირობით გათავისუფლების ადგილობრივი კომისია მიიღებს კანონის ფარგლებში დადებით გადაწყვეტილებას მის გათავისუფლების თაობაზე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემა ვალდებულია ოპერატიულად და კვალიფიციურად რეაგირებდეს მსგავს ფაქტებზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია განახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს აღნიშნულ საკითხებზე და საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას", – აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.