ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. "საზოგადოება "მოქალაქე" სწავლობს არსებულ მდგომარეობას, მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად; საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში", - ნათქვამია თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოება "მოქალაქე" ავრცელებს.