ივერიონი / კიდევ რამდენი „ნაღმი“ დაგვიტოვეს „მიშას ბიჭებმა“?!

კიდევ რამდენი „ნაღმი“ დაგვიტოვეს „მიშას ბიჭებმა“?!

ერთი „ნაღმი“ უკვე ამოქმედდა - წაიღო აბობოქრებულმა მდინარე ვერემ ქალაქის ცენტრი, ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და ამ ისედაც აუტანელ ყოფაში, რამოდენიმე ათეულ ოჯახს ელემენტარულიც კი საბოლოოდ წაართვა!

გამოდის, რომ ყველაფერი ნაცინალების მიერ აშენებული და გაკეთებული, ფაქტიურად, მუყსაოს დეკორაციები ყოფილა!

 



დეკორაციებს გვიდგამდნენ, თვალში ნაცარს გვაყრიდნენ და ყველაფერი მათ მიერ „აშენებულ-დამშვენებელი“ სერიოზულად შესამოწმებელი და თავიდან ასაშენებელია!

რა ვქნათ?

რა და პირველ რიგში უსახლკაროდ დარჩენილი ხალხია მისახედი და „მიშას ერთ-ერთ ნაღმზე აფეთქებული“ მიცვალებულებია დასაკრძალავი, გაუბედურებული ქალაქია მისახედი...

ამიტომ, ის პოლიტიკური ძალა,თუ ინდივიდი, რომელიც შეეცდება თბილისში დატრიალებული უბედურების პოლიტიკური ქულების მოსაგროვებლად გამოყენებას, ნაძირალა და გარეწარია!

მოდით, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ვისაც ხელში ნიჩბის დაჭერა შეუძლია და ხეიბარი არ არის დროებით თავისი ქალაქის მუშად გადაიქცეს და ღორღისგან გაწმინდოს ქუჩები. როგორც არასდროს აი ახლა სჭირდება თბილისს მუშა ხელი!

 



არც უსახლკაროდ დარჩენილი თბილისელები უნდა დაგვავიწყდეს და მხოლოდ პირჯვარის გადაწერით არ უნდა ამოვწუროთ ქრისტიანული და მოქალაქეობრივი ვალი - ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს სასწრაფოდ მივაწოდოთ ვისაც რა შეგვიძლია!... აქმთავრობის და ხელისუფლების დახმარება თავისთავად იგულისხმება!

იქნებ ეხლა მაინც დააღწიოს თავი მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ დასავლეთის თუ ჩრდილოეთის ზეგავლენას და სამართლიანად და მიუკერძოებლად დაიწყოს გამოძიება, თუ როგორ მოხდა, რომ იმ ადგილას, სადაც რამდენიმეჯერ ადიდდა მდინარე და დაატრიალა უბედურება, სწორედ ასეთ სახიფათო ადგილას, სტიქიის ფაქტორის გაუთვალისწინებლად, სატრანსპორტო არტერია და ესტაკადები აშენდა, ანუ სახიფათო „ნაღმი“, „დეკორაცია“ და „კეთილდღეობის ყალბი ფასადი“ დაგვიტოვა მისი „სახელის უკვდავსაყოფად“ „შადრევან პირველმა“?!

ნერონმა რომის ბიბლიოთეკა გადაწვა, რომ ისტორიაში შესულიყო! სააკაშვილმაც დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, როგორც „ცრუ მიხეილმა“, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ როგორც „ცრუ მიხეილის“ „გამპრავებელმა“!!!

თამაზ ჭეიშვილი

15-06-2015, 10:35
უკან დაბრუნება