შედით „იუთუბზე“ და ნახეთ, როგორ ოპერატიულად მოქმედებს ავიაცია და როგორ გამოჰყავთ შვეულმფრენებით დასახრჩობად განწირული ადმიანები ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში!
ნახეთ, როგორ ეშვებიან ბაგირებით მაშველები და პირდაპირ ავტომობილის და წყალში ჩაძირული სახლების სახურავებიდან აყავთ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები.
უამრავი ზარი შედიოდა ვერეს ხეობიდან 112-ის ოპერატორებთან! რატომ არ მიიღეს ზომები, რატომ არ გამოიყენეს შვეულმფრენები ხალხის გადასარჩენად?
ვეკითხები ამ ხელისუფლებას, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს!
რატომ?! რატომ?!
თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, ბევრი მაღალჩინოსანი უნდა გადადგეს თანამდებობიდან ამ ტრაგედიის შემდეგ! „ნაციონალურმა“ რეჟიმმა თავისი ცოდვებისთვის უნდა აგოს პასუხი, ამ ხელისუფლებამ კი დოყლაპიობისა და არაოპერატიულობისთვის!
ტალახში ღორებიც კი დააბოტებენ!
თამაზ ჭეიშვილი