ივერიონი / გიორგი თევზაძე: „კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით უნდა იქნას შესწავლილი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, რაც აუცილებელია განსაჯაროვდეს“

გიორგი თევზაძე: „კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით უნდა იქნას შესწავლილი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, რაც აუცილებელია განსაჯაროვდეს“

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერი გიორგი თევზაძე ავრცელებს განცხადებას თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ტრაგიკული შემთხვევა მოხდა 2015 წლის 14 ივნისს გამთენიისას. პირველ რიგში მივუსამძიმრეთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. რთულია სიტყვებით ამ ოჯახები ვანუგეშოდ, თუმცა ბოლო დღეებმა დაგვანახა, რომ ქართველებს თანადგომა შეგვძლებია, რაც უკეთესი მომავლის იმედს გვიტოვებს. ბუნებრივია, პირევლ რიგში ყურადღების საგანს წარმოადგენს დაზარალებული ოჯახები. თუმცა აუცილებელია ვითარების სტაბილიზაციის პარალელურად კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით იქნას შესწავლილი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, რაც აუცილებელია განსაჯაროვდეს, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესების გამო. ასევე აუცილებელია მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება კატასტროფების პრევენციისა და მართვის მიმართულებით, რომლის საჭიროებაზე წლების განმავლობაში ექსპერტები მიუთითებენ. აუცილებელია თვითმმართველობის დონეზე მეტი პასუხისმგებლბით გადაწყვეტილებების მიღება, რაც ბუნებრივ გარემოს შეცვლას უკავშირდება. ამ მიმართულებით თბილისის მერიას და საკრებულოს საკმაოდ მოცულობითი სამუშაოს თავიდან ჩატარება მოუწევს სხვადასხვა დარგის კვალიფიციური ექსპერტების უშუალო ჩართულობით. ზოგადად ეს საკითხი უნდა იქცეს სახელმწიფო კვლევის პრიორიტეტად. ეს გასულმა დღეებმაც დაგვანახა. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს განახორციელოს პროცესების მონიტორინგი და გაასაჯაროვოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები",-ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

17-06-2015, 14:55
უკან დაბრუნება