კონსტიტუციის დეპარტამენტის 10 თანამშრომლის სასამართლო პროცესზე, რომელიც გუშინ 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსამართლემ გირაოსთან დაკავშირებით დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა მათგანს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატების განცხადებით, მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ, თუმცა გამოძიებას ფაქტობრივი დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები დღეს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.