ოდესაში თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ ბეჰემოტზე ანეკდოტებს ჰყვებიან. ერთ-ერთ მათგანს „ფეისბუქის“, საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ავრცელებს.
"ოდესაში ვიყავი. სააკაშვილი... კადრები... ახალი პატრულის შერჩევა... უამრავი საქმე და... ოდესელები მოყვნენ ანეკდოტს: ქართული ბეჰემოტი, რომელიც წყალდიდობის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაიქცა, უკან იმედგაცრუებული დაბრუნდა - უკრაინაში მას ძალიან დაბალი თანამდებობა შესთავაზეს. ყველაზე მეტად მიშა და ეკა იცინოდნენ", - წერს ავაკოვი.
თბილისის ქუჩებში მოსიარულე ბეჰემოტის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. უცხოური მედიის რეპორტაჟებში თბილისში მომხდარი სტიქიის მთავარ სიმბოლოდ სწორედ ბეჰემოტი იქცა.
„ამბები.გე“