ივერიონი / „შუმბა სრულიად უწყინარ სიტუაციაში, უკვე დაკავებული მოკლეს“-რატომ იცრუა გურიელიძემ?

„შუმბა სრულიად უწყინარ სიტუაციაში, უკვე დაკავებული მოკლეს“-რატომ იცრუა გურიელიძემ?

ზურაბ გურიელიძის დაკითხვაზე დაბარებას მისი მეგობარი, მწერალი ქეთი ტოროტაძე სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

 

,,მე აქამდე თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, მაგრამ რახან ახლა მთელი პასუხისმგებლობის მისთვის აკიდებას ცდილობენ ეს ნაძირალები, აღარ დავმალავ და ვიტყვი ზურაბ გურიელიძის მიერ პირად საუბარში ნათქვამს:

 

"ამ ახვრებს (შსს-ს) გუშინ ტვ-ში (იგულისხმება რუსთავი2 - ქ.ტ.) ნამუსი შევუნახე და მთელი საქართველო მოვატყუე, როცა ვთქვი, ცხოველები არ დაუხოცავთ-მეთქი. არადა, შუმბა სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ფაქტიურად უკვე დაკავებული მოკლეს. ასევე უკვე დაძინებული და გაკოჭილი მოკლეს 2 მგელი. ეს რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა..."

 

დავიცვათ ზურაბ გურიელიძე ბარბაროსული უსამართლობისგან! ეს უკეთილშობილესი ადამიანი საქართველოს სჭირდება, მის საყვარელ ცხოველებს სჭირდებათ, საკუთარი ხელით რომ ჰყავს გაზრდილი! ბევრი გეგულებათ თავისი საქმის ასეთი მოყვარული და ერთგული ადამიანი?" - წერს ქეთი ტოროტაძე.

„პირველირადიო“

18-06-2015, 09:44
უკან დაბრუნება