დღეს გაირკვევა ხელისუფლების სტიქიის შემდგომი სამოქმედო გეგმა. პრემიერის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისო კომისია, რომელმაც მიყენებული ზარალის აღდგენით სამუშაოებზე უნდა იზრუნოს, დღეს პირველად შეიკრიბება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, სადაც სტიქიის ზონაში გაწეული სამუშაოები შეაჯამეს. პრემიერმინისტრმა ბანკების მიერ დაზარალებულებისთვის სესხების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და ეს დადებითად შეაფასა.
პრემიერმა თბილისის მერს მიმართა, არ შეიქმნას მაშვლების, სამხედროებისა თუ მოხალისეების კვებისა და წყლის პრობლემა. ასევე მოუწოდა მოხალისეებს, უსაფრთხოების მიზნით, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხდა, ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 19, დაკარგულად ითვლება 3 და კლინიკებში რჩება 6 ადამიანი.