უკრაინისა და საქართველოს შესახებ ისაუბრა აშშ-ს სენატორმა ჯონ მაკკეინმა ,,ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
უკრაინაში რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას სენატორმა შეერთებული შტატების მარცხი უწოდა და აღნიშნა, რომ ამისთვის ამერიკას დიდი ხნის განმავლობაში მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. პუტინის შესაჩერებლად, მაკკეინის აზრით, საჭიროა ნამდვილი სანქციების დაწესება და რუსეთის ენერგო მატარებლებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირება.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, სენატორმა შეშფოთება ვერ დამალა იმსასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაგმო პუტინის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში.
,,ძალიან გამიცრუვდა იმედები, მე ახალმა მთავრობამ დამარწმუნა იმაში, რომ წარსულს გადააბიჯებდა. საქართველომ ძალიან გრძელი გზა გაიარა ეკონომიკურად, დემოკრატიულად. ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ახლა ეს მოქმედებები იმედგამაცრუებელია, მათ გავლენა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზე საქართველოსთან. მე მაღელვებს ის, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს, მთავრობას არ დაუგმია ვლადიმერ პუტინის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს მიუღებელია", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
newposts.ge