კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს, დათა ახალაის ბრალს ხვალ, სავარაუდოდ, დაუსწრებლად წაუყენებენ. პროკურატურის ინფორმაციით, იგი საქართველოში არ იმყოფება.
დათა ახალაიას ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის გადაჭარბებაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმცირესობამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა.
გოგა ხაჩიძე, "საპარლამენტო უმცირესობის წევრი": "ესაა პოლიტიკური დევნის ფაქტი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს ნორმის ფარგლებში და არ უნდა ადანაშაულებდნენ ვინმეს ნაუცბადევად შეთითხნილ საქმეებში".