ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთასშორისო ორგანიზაცია (ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი თევზაძე), ორგანიზაცია ქართული ოცნება - ჯამრთელი მომავალი (ორგანიზაციის პრეზიდენტი ქეთი ბარათელი) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ამაწლის 27 ივნისს თბილისის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაატარებენ ერთობლივ საქველმოქმედო ღონიაძიებას. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო სფეროში მოღვაწე აღიარებული, სხადასხვა მიმართულების პრაქტიკოსი მედიკოსები, ამასთანავე საქველმოქმედო აქციაში ჩართულია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულება.
ღონისძიებას, როგორც ყოველთვის მხარს უჭერს სასჯელაღსრულების სამინისტრო, ეს არის უკვე რიგით მესამე საქველმოქმედო მნიშვნელოვანი ღონისძიება სასჯელაღსრულების სისტემაში, როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ განაცხადა, საქველმოქმედო ღონისძიებები, ადამიანის უფლებათა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ორგანიზაცია ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის ორგანიზებით, ახლო მომავალშიც გაგრძელდება და ამ კეთილშობილურ საქმეს უკვე პერმანენტული ხასიათი მიეცემა, რაც უდაოდ თითეული საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების და თითეული მონაწილის კეილი ნებისა და ძალისხმევის შედეგია.