ივერიონი / გიორგი თევზაძე: „ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცის ერთობისაგან და სხვა მიდგომა ყოვლად მიუღებელია“

გიორგი თევზაძე: „ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცის ერთობისაგან და სხვა მიდგომა ყოვლად მიუღებელია“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  გამოთქვას აღშფოთებას და  ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ბოლო დროს საქართველოში დაწყებული  მსჯელობა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. გიორგი თევზაძის განცხადებით, არის საკითხები რომლებიც შეუსაბამოა და ყოვლად მიუღებელია  ქართული მენტალიტეტთან, ეროვნული ღირებულებებთან და მწამსთან, რომელიც აშკარად თავსმოხვეულია  ვიღაცეების მიერ. თუნდა ეს ამერიკის პრეზიდენტის გლობალური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდეს,  რაც უდაოდ  ქართული ბუნებისა და მენტალიტეტისათვის  შეუსაბამოა ასეთი ე.წ. "ღირებულებების" დამკვიდრება.

 

ამასთანავე არავის არ უნდა დაგვავიწყდეს განსაკუთრებით   პარლამენტარებს , რომ საქართველო  ღვთისშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენს გარდა არავის ჰყავს ასი ათასი მოწამე რწმენისათვის, და ქართველთა უმთავრესი დედაბოძია,  ენა , მამული, სარწმუნოება, და რათქმა უნდა მყარი ოჯახის სიწმინდის დაცვა , სრულიად ვეთანხმები  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მართებულ  განცხადებას, სადაც იგი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ოჯახის ერთობის დაფიქსირებაზე საუბრობს, ეს უმნიშვნელოვანერსი ნაბიჯი იქნება. სწორედ ეს ის საკითხია რომელსაც უშუალო შემხებლობა ექნება  ჩვენი მომავალი თაობების ჩამოყალიბებაზე  და აქ საზოგადოების მხრიდან  წაყრუება და სირაქლემას პოზაში ყოფნა  დანაშულის ტოლფასი იქნება და საბოლოვოდ  დამღუპველი აღმოჩნდება ჩვენი მომავალი თაობებისათვის რომელებიც უნდა აღიზარდოს იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის,  ნაწარმოებებზე და აიღონ  მაგალითი   დავით აღმაშენებელის, ცოტნე დადიანის , ექვთიმე თაყაიშვილის, მერაბ კოსტავასა და სხვა გამოჩენილი და მოღვაწე მამულიშვილების მაგალითზე“,-აცხადებს გიორგი თევზაძე.

2-07-2015, 08:59
უკან დაბრუნება