ივერიონი / რა ელის ელადას?!

რა ელის ელადას?!

ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება საბერძნეთისკენაა მიმართული, სადაც ბერძენმა ხალხმა მონობასა და თავისუფლებას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

რეფერენდუმის წინასწარი შედეგები მოწმობს, რომ ბერძნებმა მძიმე, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღეს - კრედიტორთა ულტიმატუმებს მტკიცედ უპასუხეს - არა!

 



როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ციპრასი აცხადებს, რეფერენდუმი9ს შედეგები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს. იგი დარწმუნებულია, რომ ისევ განახლდება მოლაპარაკებები და საბერძნეთის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო თამამი და გაბედული ინიციატივების დაფიქსირების შანსი ეძლევა.

ცხადია, ვალი იმის ვალია, რომ უკან უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ჩვეულებრივ, არამედ თავსმოხვეულ ვალებთან, რომლის მიზანი სახელმწიფოს გაბანკროტება იყო - ყველა კრედიტს თან მოჰყვებოდა სათანადო „ინსტრუქცია“, რომლითაც მკაცრად იზღუდებოდა რესურსების ჩადება წარმოების სფეროში!

ასე რომ არა, 300 მილიარდიანი ვეროს რეალურ სექტორში ინვესტირება საბერძნეთს წალკოტად აქცევდა და როგორც ხატოვნად ამბობენ ხოლმე, ქვეყანაში რძის მდინარეები იდინებდა!..

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე ბერძნები (ძირითადად მაინც სახელისუფლო ნომენკლატურის ჯიბეებში ილექებოდა კრედიტის დიდი ნაწილი და ალბათ, „ატკატსაც“ ხმარდებოდა) ფეხი ფეხზე გადადებულები მადიანად მიირთმევდნენ გულუხვად გაცემულ „საჩუქრებს“ და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როცა ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ რეფერენდუმის შედეგები მოწმობს, რომ მათში თავისუფლების სურვილმა გაიღვიძა და ამით საკუთარი ქვეყანა სასწორზე შეაგდეს - ელადამ არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის გააკეთა!

ახალი მსოფლიო წესრიგის მამამთავრებისგან ეს შეიძლება ძვირადაც დაუჯდეს, მაგრამ გადარჩენის სხვა გზა უბრალოდ მოჭრილი ჰქონდათ.

ბერძნების უკომპრომისო გადაწყვეტილებამ შეიძლება გადამდები „ბაცილის“ როლი შეასრულოს და იგი ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილი ქვეყნებისთვის ახალი იმპულსის მიმცემი გახდეს!

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ საბერძნეთის მაგალითზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მართლმადიდებელი სამყაროს გამოღვიძების პროცესი იწყება - იწყება უკომპრომისო ბრძოლა ანტიქრისტეს მამამთავრებსა და ქრისტეს მხედრობას შორის!!!

თუ სახარებით და წმინდა წერილით ვიმსჯელებთ, ეს ბრძოლა მკაცრი და შეუბრალებელი იქნება, რომელიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისგან თავგანწირვას მოითხოვს!

საბერძნეთის მაგალითზე თუ ვიტყვით, არჩევანი დგას სულისა და ხორცის (ფიზიკური არსებობის) გადარჩენას შორის. როგორც ჩანს, ბერძნებმა არჩევანი ჯერჯერობით პირველის სასარგებლოდ გააკეთეს, თუმცა, ჯერჯერობით!..

ნიშანდობლივია, რომ საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები ცოცხალი მაგალითია საქართველოსთვის - დღეს თუ ხვალ ჩვენც აუცილებლად დავდგებით ანალოგიური დილემის წინაშე, თუ როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა აქედანვე უნდა ვემზადოთ!

ისე, კაცმა რომ თქვას, ღირს კი ისეთ ევროკავშირისკენ თავპირისმტვრევით გაქცევა (მითუმეტეს საკუთარი ტრადიციების დათმობის ხარჯზე), რომელიც თავის წევრ ქვეყნებს ასეთ უბედურებას უმზადებს?!

ანდრია ლისაშვილი

6-07-2015, 10:52
უკან დაბრუნება