კლინიკა "გლობალმედის" 19-21 ნოემბერს ინდოეთის კლინიკის პროფესორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა. მათ განათლება მიღებული აქვთ და ძირითადად მუშაობდნენ ინგლისსა და ამერიკაში. ეს ინფორმაცია გავრცელდა საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ფეისბუქის გვერდზე.
ინდოელი პროფესორები მიიღებენ პაციენტებს და გაუწევენ მათ კონსულტაციებს მსოფლიოში დანერგილი უახლესი მეთოდების შესახებ. დელეგაციის შემადგენლობაშია ლიმფომებისა და ლეიკოზების დროს ძვლის ტვინის გადანერგვის სპეციალისტი.