საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო პურის ფასის მატებას განაცხადა, რომ დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის მატების გამო,პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია.
"ჯერ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ვინაიდან ეს ხვედრითი წილი ზოგადად და კონტრიბუცია ელექტროენერგიის არ არის კრიტიკული, ამიტომ არსებობს სხვადასხვა სახის ბიზნესმოდელი, სხვადასხვა ტექნოლოგია. რთულია ამაზე ან კი ან არა გიპასუხოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და რაც გვეხელეწიფება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს", - განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, მაქსიმალურად უწყობენ ხელს როგორც დარგს და იმ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ პურს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანიაყველა დაბრკოლება მინიმუმამდე დაიყვანონ. სწორედამ მიზნით გადაავადეს ფქვილის რეგლამენტი პირველ იანვრამდე.