ივერიონი / ეკა ბესელია: დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები მარტივი არ იქნება!

ეკა ბესელია: დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები მარტივი არ იქნება!

 "დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, მარტივი პროცესი არ იქნება". განცხადება ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა. 

 

მისივე თქმით,  ნებისმიერ სისტემას სჭირდება არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარება. 

 

,,დადგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის მარტივი პროცესი. ამას წინ უძღვის საერთო-სახალხო განხილვები. განსაკუთრებით როდესაც იცვლება და გადავდივართ კიდევ უფრო უკეთეს და მაღალ სტანდარტზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამას ჭირდება შესაბამისი სამართლებრივი პოლიტიკური პროცესების სწორად გავლა. ის, რომ ერთი სისტემა მეორე სისტემით იცვლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემა, რომლითაც დღეს არჩევნები ტარდება თუ ის ტარდება თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში, ეს არის ცუდი სისტემა. ძალიან ბევრი დემოკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მაჟორიტარული სისტემები მუშაობს და არავინ არ თვლის, რომ მაჟორიტარული ტიპის არჩევნები ეს არის ცუდი სისტემა. მთავარია, არჩევნები ტარდებოდეს გამართული სისტემით და გაყალბების გარეშე. რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას, ამას სჭირდება დრო. ის რომ არჩევნები 2016 წლამდე ამ სისტემით ტარდება, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის არადემოკრატიული. ეს ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული სისტემაა და ახალ სისტემაზე გადასვლას სჭირდება დრო", - განაცხადა ბესელიამ. 

 

როგორც ბესელიამ განაცხადა,  არც ერთ ევროპულ სტრუქტურას და საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, მაჟორიტარული არჩევნები გააუქმეთ.

 

"საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით ევროპული სტრუქტურები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ მთავარი რამ გავითვალისწინოთ, აი ეს ცვლილება ხდება სწორედ ახლა, ამ ეტაპზე. არჩევნები რომ ჩატარდება, მოხდება საზღვრების გადახედვა, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება. მთავარი რეკომენდაცია სწორედ ეს იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ გააუქმეთ მაჟორიტარული არჩევნებიო. ეს არ უთქვამს არც ერთ ევროპულ სტრუქტურასაც. იმ ვითარებაში, როცა პოლიტიკურ გუნდში, შიგნით იყო განსხვავებული მოსაზრებები, საბოლოოდ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება. მგონია, რომ ნებისმიერ სისტემას სჭირდება არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარება", -განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 

4-09-2015, 14:10
უკან დაბრუნება