ივერიონი / საქართველოსა და არგენტინას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოსა და არგენტინას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

დღეიდან საქართველოსა და არგენტინას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

 

დოკუმენტი ძალაში დღეს, 5 სექტემბერს შევიდა.

 

24 ივნისს, არგენტინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტის ფარგლებში, არგენტინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ექტორ ტიმერმანმა.

 

 

6-09-2015, 08:20
უკან დაბრუნება