ივერიონი / შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული აგილ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს. 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ უსალ გ-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ფონიჭალაში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

 

6-09-2015, 15:42
უკან დაბრუნება