ივერიონი / შტეფან ფულე: ვიმედოვნებ, რომ მიგრაციის კრიზისი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს

შტეფან ფულე: ვიმედოვნებ, რომ მიგრაციის კრიზისი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს

მიგრაციის კრიზისი ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს, ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილმა კომისარმა, შტეფან ფულემ  სასტუმრო "თბილისი რუმსში" განუცხადა, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია   -  "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი.უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.

 

ფულეს თქმით, საქართველოს პროგრესი ვიზალიბერალიზაციის კუთხით დამოკიდებული იქნება ქვეყნის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საშინაო დავალების შესრულებაზე. 

 

"მიგრაციის კრიზისი არის დიდი გამოწვევა. დიდი იმედი მაქვს, მიგრაციის კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზორში, არ იქონიებს გავლენას იმ შესანიშნავ სამუშაოზე, რომელიც საქართველომ ჩაატარა და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ",- განაცხადა შტეფან ფულემ. 

7-09-2015, 11:18
უკან დაბრუნება