ივერიონი / ირაკლი ალასანია: საქართველო დღეს ვერ იღებს იმას, რასაც იმსახურებს ევროპულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის

ირაკლი ალასანია: საქართველო დღეს ვერ იღებს იმას, რასაც იმსახურებს ევროპულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის

""თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სასტუმრო "თბილის რუმში"  ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო დღეს ვერ იღებს იმას, რასაც იმსახურებს  ევროპულ და ევროატლანტიკურ  უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. 

 

,,ჩემი აზრით, საქართველო დღეს ვერ იღებს იმას, რასაც იმსახურებს. იმისთვის, თუ რა კონტრიბუციას აკეთებს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ამიტომ, ჩემი გამოსვლის და ზოგადად მთელი კონფერენციის მთავარი ფოკუსი უნდა იყოს, თუ როგორ უნდა შევძლოთ საქართველოს დაცვა და როგორ დავეხმაროთ უკრაინას, რომ მოიგერიოს რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის საფრთხე"", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

კონფერენციას "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში", "მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" მასპინძლობს.

7-09-2015, 12:24
უკან დაბრუნება