ივერიონი / ოთარ დანელია: ყურძნის სუბსიდირება წლევანდელ რთველზეც მოხდება

ოთარ დანელია: ყურძნის სუბსიდირება წლევანდელ რთველზეც მოხდება

მეღვინეობის დარგს წელსაც სჭიდება სუბსიდირება, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

მინისტრმა ასევე  აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს გლეხები სუბსიდირებულ წილს სახელმწიფოსგან მიიღებენ, რა გლეხების მდგომარეობას გააუმჯობესებს. 

 

,,წინა წლებში გლეხებსა და ქარხნებს შორის ინდივიდუალური გარიგება იდებოდა, თანხას გლეხებს დაგვიანებით უხდიდნენ. ამგვარი ხარვეზების გამოსწორება გვინდა და გადავწყვიტეთ, რომ ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირაში გლეხი სახელმწიფოსგან კუთვნილ სუბსიდირებულ წილს მიიღებს, ქარხანა კი თავის წილს შეთანხმების საფუძველზე გადაუხდის. თეთრი ყურძნის -35 თეთრით, ხოლო 15 თეთრით შავი ყურძნის სუბსიდირება ხდება. გასული წლებისგან განსხვავებით, ამ თანხას ღვინის ქარხნების ნაცვლად გლეხები მიიღებენ. წლევანდელი რთველისთვის აღარ ვგეგმავდით ყურძნის სუბსიდირებას. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო დარგის განვითარების პერსპექტივები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაც ხდება რეგიონში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და შევისწავლეთ რა მოთხოვნა ღვინოზე, რომელიც საკმაოდ შემცირებულია, მივხვდით, რომ დარგს ჯერ კიდევ სჭირდება სუბსიდირება", - განაცხადა ოთარ დანელიამ და აღნიშნა, რომ წელს დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი, საიდანაც სამრეწველო გადამუშავებისთვის 120-130 ათას ტონამდე იქნება ჩასაბარებელი.

 

ოთარ დანელიას განცხადებით, იმისათვის, რომ ჩვენი ღვინო კონკურენტუნარიანი იყოს, მნიშვნელობანია ყურძენზე სწორი ფასის შენარჩუნება მოხდეს. დანელიას თქმით, 1 კილოგრამი ყურძნის მოყვანა ლარზე გაცილებით ნაკლები ჯდება.

 

,,არ შეიძლება, ქართული ღვინო იყოს იტალიურზე ან ფრანგულ ღვინოზე გაცილებით ძვირი. შესაძლოა ვაწარმოოთ ასეთი ღვინოც, მაგრამ უფრო დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ღვინოც უნდა გვქონდეს. უნდა დავიცვათ ბალანსი გლეხის კეთილდღეობასა და ქარხნის გამართულ მუშაობას შორის. ამიტომ მივანდეთ ეს საკითხი კერძო სექტორს, ის დაარეგულირებს ყურძნის ფასს. ჩვენი სპეციალისტები აწარმოებენ გათვლებს და ზუსტად ვიცით, რა ჯდება 1 კილოგრამი ყურძნის მოყვანა, ის ლარზე გაცილებით ნაკლებია", - განაცხადა დანელიამ.

7-09-2015, 12:45
უკან დაბრუნება