ივერიონი / გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეს ხელახლა განიხილავენ?!

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეს ხელახლა განიხილავენ?!

მსახიობ გიორგი ფოჩხუას ოჯახი ხვალ პროკურატურას ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

 

გარდაცვლილის და, ელენე ფოჩხუა აცხადებს, რომ მკვლელობის ბევრი დეტალი გაურკვეველია. 

 

"პირველადი დათვალიერების შემდეგ ექსპერტიზამ აღნიშნა, რომ გიორგის წყალი არ ჰქონდა ნაყლაპი, ხოლო ექსპერტიზის საბოლოო პასუხში ეწერა, რომ გარდაცვლილი წყალში იყო დამხრჩვალი", - აღნიშნა ელენე ფოჩხუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ელენე ფოჩხუა ფიქრობს, რომ გიორგი ბექა ცობეხიას ფოტოაპარატისა და ტელეფონის გამო არ მოუკლავს. მისი თქმით, ცობეხიას ოჯახი ხშირად ამბობდა, რომ ისინი აგენტები იყვნენ.

 

მსახიობ გიორგი ფოჩხუას ცხედარი ანაკლიაში ზღვამ 2012 წლის 14 ივლისს გამორიყა.

 

18-11-2012, 17:47
უკან დაბრუნება