ივერიონი / გიორგი ქადაგიძე:ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მცდარი გადაწყვეტილება იყო

გიორგი ქადაგიძე:ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მცდარი გადაწყვეტილება იყო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა იყო მცდარი გადაწყვეტილება , მაგრამ მიუხედავად ამისა, "ამით არ მთავრდება ჩვენი ყოფა და დღევანდელობა". ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას, მე ვთვლი და ეროვნული ბანკის პოზიცია არის, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება ჩვენი ყოფა და დღევანდელობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

მისივე თქმით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის პრობლემები, მოქალაქეების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, რაც მოიტანა გაუფასურებულმა ლარმა.

 

"ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც მთავარია აღდგეს სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში, რომელმაც უნდა გამოიწვიოს საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეებისთვის შვება როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის პოლიტიკის სისწორე აღნიშნულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ასევე ყველა ავტორიტეტული ეკონომისტის მიერ იქნება ეს სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ სხვა.

"ამიტომ, კითხვა იმასთან დაკავშირებით, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ეროვნულმა ბანკმა, საერთოდ არ არსებობს", - განაცხადა ქადაგიძემ.

7-09-2015, 12:59
უკან დაბრუნება