ივერიონი / "განათლების სამინისტრომ სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" სწავლება გადადო"

"განათლების სამინისტრომ სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" სწავლება გადადო"

თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორ ზვიად ტომარაძე განცხადებას ავრცელებენ:

 

"მეგობრებო! გილოცავთ გამარჯვებას! განათლების სამინისტრომ სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" სწავლება გადადო. მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენს მიმართვას მყისიერი რეაგირება მოჰყვა. როგორ სჩანს ხელისუფლებამ სათანადოდ შეაფასა ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი სუბიექტური პოზიცია, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის გამოძახილი", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

 

წყარო:http://reportiori.ge/?menuid=3&id=75671

8-09-2015, 21:12
უკან დაბრუნება