ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობისთვის შემდეგი კანდიდატები წარადგინა: დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი.
პრეზიდენტი დასახელენულ კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად მთავრობას გადაუგზავნის.
ცნობისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, ამჟამად კომისიას 3 წევრი ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს უფლებსამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. თუ ამ პერიოდისთვის ერთი ახალი წევრი მაინც არ დამტკიცდა, კომისია სხდომებს ვერ ჩაატარებს, რადგან კვორუმი არ ექნება.