"სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენი ერი დიქტატურის პირობებში ან რამდენიმე კაცის ჭკუაზე ცხოვრობდეს. ერს თავისი იდეოლოგია უნდა ჰქონდეს და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა ქვეყანას ვაშენებთ. ჩვენი ყველაზე ახლო სივრცეა ევროპული სივრცე და მისკენ სწრაფვაში ხელს ვერავინ შეგვიშლის".
ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმაა იაკობმა სამების ტაძარში დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისი თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც წინა ხელისუფლება ეწეოდა, ერის გენოციდი იყო.
"ამის შემდეგ კიდევ დგანან და ამართლებენ სისტემას. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ვინმე დააპატიმრონ ან დასაჯონ. განა სულ რამდენი ადამიანი იყო იდეოლოგი და ბრძანების გამცემი?! ერთხელ მაინც გამოიჩინონ ვაჟკაცობა, აღიარონ თავიანთი ბრალი და სხვები მაინც დაიცვან", - ბრძანა მეუფემ.
ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ციხეებში დღეს უმეტესად ახალგაზრდობა ზის, რომელთა ძირითადი ნაწილი ნაცემი და დაავადებულია.