ივერიონი / ვალერი გელბახიანი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება!

ვალერი გელბახიანი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება!

იურისტმა ვალერი გელბახიანმა "პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე  ექვსი თვით ადრე  ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება. გელბახიანი  აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გამოთქმულ სურვილს  ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. 

 

"იმიტომ, რომ იცის რომ დაბრუნდება. მას აქვს ინფორმაცია რომ დაბრუნდება პოლიტიკაში ივანიშვილი. არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე საქართველოს ეყოლება ახალი მთავრობა, სადაც რესპუბლიკელების ადგილი აღარ იქნება და სხვა პარტიების წარმომადგენლებიც. იქნება ქართული ოცნებით ძირითადა დაკომპლექტებული და რომც არ დაამტკიცოს პარლამენტმა, დროებით ეს მთავრობა შეინარჩუნებს თავს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. ალბათ კითხულობთ ამერიკელების განცხადებას, რომ ბიძინა ივანშვლს ედავებიან არაფორმალური პოლიტიკის განხორციელებში, რაც იმას ნიშნავს არალეგალური სტატუსიდან, ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ლეგალურ სტატუსში, სხვაგვარად მას არ მიეცემა პოლიტიკაში მონაწილეობის საშუალება. თინა ხიდაშელმა სცადა იმის გაჟღერება, რომ შეიძლება ეს მოხდეს და ეს მისი სურვილი იყოს, თუმცა ეს არ არის მისი სურვილი. მან სასურველად გამოაცხადა ის რის შესახებაც აქვს მას ინფორმაცია,"- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

 

9-09-2015, 11:33
უკან დაბრუნება