ივერიონი / იაპონია საქართველოში ახალ პროექტებს განახორციელებს

იაპონია საქართველოში ახალ პროექტებს განახორციელებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, იაპონური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს, რაც თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობის ინიციატივას ითვალისწინებს, 

 

დღესვე, იაპონური მხარე სამინისტროს დარგობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ საკანონმდებლო საკითხებზე განმარტებები მოისმინა. შეხვედრაზე გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.

 

აღსანიშნავია, რომ იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების სფეროში მდგომარეობის შესახებ მოკვლევას (შურვეყ Oუტლინე) ახორციელებს, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დასრულდება.

 

დელეგაციის შემდაგენლობაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JICS), კომპანია -“Carbon Free Consulting”-ისა და კომპანია  „Global System Co. Ltd.“-ის წარმომადგენლები შედიან.

 

 

 

წყარო: მედიანიუსს

 

9-09-2015, 11:50
უკან დაბრუნება