ივერიონი / თედო ჯაფარიძე: რუსეთთან საუბარი რთული იქნება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს!

თედო ჯაფარიძე: რუსეთთან საუბარი რთული იქნება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს!

"სამწუხაროდ, ჩვენ საკუთარ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. ურთულესი პრობლემები გავაქვს რუსეთთან. ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ჯარი დგას ძალიან ახლოს იმ ადგილიდან, სადაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ", _ ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბრობს.


დეპუტატის თქმით, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დავაჩქათოთ მეზობელ რუსეთთან უმწვავესი პრობლემების მოგვარება, უნდა მოვახერხოთ და საუბარი დავიწყოთ რუსულ მხარესთან.


"როგორც ვიცი, ეს საუბარი რთული იქნება, მაგრამ სხვა გზა არ გავქვს", _ აცხადებს ჯაფარიძე.


თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტსა და ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრასაც ეხმაურება და მიაჩნია, რომ მათი შეხვედრა და დიალოგი დადებითი იყო.


"თვითონ ბატონი რასმუსენის განცხადება საკმაოდ განსხვავდებოდა იმ განცხადებისგან, რომელიც მან რამდენიმე დღით ადრე პრაღაში გააკეთა. ლინგვისტური თვალსაზრისით თუ მივუდგებით, მის მიერ უკვე ბრიუსელში გაკეთებული განცხადება სხვა იყო. ბრიუსელში სულ სხვა რასმუსენი ვიხილეთ. გენერალური მდივნის ბოლო განცხადებაში ჭარბობდა სიტყვა "თუ". თუ საქართველოში არ განხორციელდება სამართლიანი გამოძიება და ა.შ. დიახ, "თუ"-ს უსვამდა ხაზს. ვფიქრობ, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დაარწმუნა არა მხოლოდ ბატონი რასმუსენი, არამედ სხვა ლიდერებიც ევროკავშირში, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება", _ ამბობს თედო ჯაფარიძე.

19-11-2012, 10:06
უკან დაბრუნება