ივერიონი / ალექსანდრე კვიტაშვილი: სააკაშვილი მთავრობის კრიტიკით პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს

ალექსანდრე კვიტაშვილი: სააკაშვილი მთავრობის კრიტიკით პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ აკრიტიკებს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას:

 

"არ ვიცი, რა ამბიციები აქვს სააკაშვილს, პრეზიდენტობას აპირებს ის თუ პრემიერობას... ამაზე თავად მას უნდა ჰკითხოთ... მაგრამ იმ მთავრობის კრიტიკით, რომელსაც მსოფლიო სავალუტო ფონდიც აქებს და ევროკავშირიც, ის ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს", - განაცხადა კვიტაშვილმა უკრაინულ მედიასთან.

 

 საქართველოსთან შედარებით, სადაც ხელისუფლება ერთიანი იყო, უკრაინაში რეფორმები უფრო ნელი ტემპით მიდის... "სააკაშვილი კი შეჩვეულია სისწრაფეს", აცხადებს  კვიტაშვილი.

 

მისი თქმით, სააკაშვილი აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელშიც "ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სურვილები არ ემთხვევა ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის შესაძლებლობებს... და ეს არის ფრუსტრაცია შექმნილი ვითარების გამო... სააკაშვილი კი მიჩვეულია სწრაფ ცვლილებებს", - აცხადებს კვიტაშვილი.

9-09-2015, 13:09
უკან დაბრუნება