ივერიონი / თამარ სანიკიძე:მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 34%-ით გაიზრდება

თამარ სანიკიძე:მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 34%-ით გაიზრდება

საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 34%-ით გაიზრდება. 

 

როგორც სანიკიძემ გადაცემა "სხვა შუადღეში" განაცხადა, პედაგოგებს მიმდინარე აკადემიური წლის სექტემბერში და აპრილში 50-50 ლარით გაეზრდებათ ხელფასები.

 

"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე, რაც ჩვენ წელს უნდა განვახორციელოთ და სექტემბრიდან უკვე ამოქმედება, არის ახალი სისტემა, რომელიც არამხოლოდ ხელფასებს და სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგებას გულისხმობს. ეს არის მთლიანად პედაგოგიკის და ამ პროფესიის რეგულაციაში მოქცევა საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებით, პროფესიაში შესვლის ალტერნატიული გზები, არსებული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა, შეფასების კომპონენტი. ეს ყველაფერი ამუშავდება ერთობლიობაში და ამაზე არის მიბმული მასწავლებლის ხელფასი. ამ აკადემიურ წელს, ვფიქრობ, კარგი ინფორმაცია გვაქვს პედაგოგებისთვის, მართალია, ჩვენ ამის კომუნიკაცია მათთან უკვე ბევრჯერ მოვახდინეთ, მაგრამ გავიმეორებ: ორჯერ მოხდება საბაზო ხელფასის ხელფასის გაზრდა.მასწავლებელთა ხელფასი 14 სექტემბერს და აპრილში 50-50 ლარით გაიზრდება, ანუ ჯამში 34%-ით. ზრდა გვაქვს არამხოლოდ საბაზო ხელფასის დონეზე, არამედ კარიერული საფეხურების დონეზე, რომელიც ასევე საგრძნობია",-განაცხადა სანიკიძემ.

9-09-2015, 14:18
უკან დაბრუნება