ივერიონი / გოგა ხაინდრავა: ვიღაც-ვიღაცეებს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის დანგრევა უნდათ - არ გამოუვათ!

გოგა ხაინდრავა: ვიღაც-ვიღაცეებს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის დანგრევა უნდათ - არ გამოუვათ!

"მიზანმიმართული შეტევა მიდის ბიძინა ივანიშვილზე, რადგან პირველად გამოჩნდა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც პარტერში არ დგას და მონურ დამოკიდებულებაში არ არის არც დასავლეთთან, არც ჩრდილოეთთან, არც სამხრეთთან. ცდილობს, საკუთარი პოლიტიკა გაატაროს. ამ ყველაფრის ხერხემალი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი  დანგრევა უნდათ! არ გამოუვათ!" - ამ განცხადებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა "რეპორტიორთან" საუბარში აკეთებს. ხაინდრავა რიგი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებულ არაფორმალურ მმართველობაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება, ემსახურება საქართველოს ჩამოშლას და ქვეყანაში უკრაინული სცენარის განმეორებას:

 

"ის წიკვინი, რომ ყველაფერი ბრალდება ივანიშვილს, მოდის ადამიანებისგან, ვისაც ამ ქვეყნის დანგრევა უნდათ. ვინ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას, ამას ხალხი ხედავს! ნებისმიერ გაწკარუნებულ დოლარზე, რომელიც დასავლეთიდან შემოდის, ზუსტად იმ სიმღერას მღერიან, დაწყებული არასამთავროებით, დასრულებული მედიით, რა შეკვეთასაც იღებენ! საზოგადოება ამას აღარ ჭამს!

 

ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი მოინდომებს საკითხში გარკვევას, არის თუ არა არაფორმალური მმართველობა ან მსგავსი რამ, მიხვდება, რომ შეუძლებელია, ეს ასე იყოს! ჯერ ერთი, რამდენიმე თვეა ბიძინა ივანიშვილი თბილისში საერთოდ არ ყოფილა. ის პროცესები, რომელიც მთავრობაში მიდის, თუ მმართველობაზეა საუბარი, ვერ მოხდება აქ ყოფნის გარეშე. ასეთია დავალება, რომ ავტორიტეტი შეერყას ბიძინა ივანიშვილს.

 

სირთულეები და სიძნელეები ყველგან არის და უნივერსალური მთავრობა მსოფლიოში არ არსებობს. ასეთი ქვეყნის ფეხზე დაყენებას წლები სჭირდება. საქართველოში რაც მახსოვს მთავრობები, ამათთან ახლოს ვერ მივა ვერცერთი! იმათგან სიკეთე არ მახსოვს! ის შხამი, რაც გადმოედინება სხვადასხვა მხრიდან, გასაგებია, ვისგან და საიდან მოდის. პირდაპირ ჩანს, რომ ერთი მსოფლმხედველობით გაერთიანებილი ჯგუფებია. ბნელი ფული დასავლეთიდან (არ ვგულისხმობ მართლა დემოკრატიულ და ცივილიზებულ ძალებს, ვგულისხმობ ბნელ ძალებს) სწორედ ამაში იხარჯება. ცდილობენ, უკრაინული სცენარი საქართველოში გაიმეორონ! ვისი ხელით აკეთებენ? სააკაშვილის ხელით! და ამას უდგას წინ ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება! ეს არ მოსწონთ, ეს აღიზიანებთ!" - აცხადებს ხაინდრავამ. 

 

9-09-2015, 15:13
უკან დაბრუნება