ივერიონი / მამა ელიზბარი: ზურაბ ჟვანიას მკვლელობას გია ბარამიძე შეესწრო

მამა ელიზბარი: ზურაბ ჟვანიას მკვლელობას გია ბარამიძე შეესწრო

ზურაბ ჟვანიას მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული. ქვეყნის მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებდა, რომ თავის საქმიანობას ის ქვეყნის ყოფილი პრემირ-მინისტრის მკვლელობის გამოძიებით დაიწყებდა. მაგრამ დღემდე ამ საქმეში რაიმე მიღწევა ჯერჯერობით არ ჩანს.


"ქრონიკაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ მამა ელიზბართან, რომელიც საუბრობს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დეტალებზე და მოწმეზე, რომელიც ცხედრების ნაქირავებ ბინაში შესვენებას შეესწრო.


მამა ელიზბარი მკვლელობის მთავარ მოწმედ ასახელებს ნათელა მოდებაძეს, ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრს, რომელიც ამ დროისთვის მეუღლესთან ერთად უცხოეთში იმყოფება და მზად არის ჩვენების მისაცემად თუ დაცვის შესაბამისი გარანტიები ექნება.


მამა ელიზბარის განცხადებით, სწორედ მას ესაუბრა მოწმე და დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს. მისივე განცხადებით, მკვლელობის საქმეში გარეულები არიან მთავრობის მაღალჩინოსნები. კონკრეტულად ასახელებს ვასილ მაღლაფერიძეს (ამჟამად "ქართული ოცნების" წევრს). ნათელა მოდებაძის განცხადებით, სწორედ ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა აღნიშნული ბინა საბურთალოზე და მასვე ჰქონდა ბინის გასაღები. შესაბამისად, მას რომ არ გაეღო ბინის კარი, ცხედრებს ვერც შეასვენებდნენ.


მოწმის თქმით, გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ცხედრები საზოგადოებისთვის კრაგად ცნობილმა პოლიტიკოსებმა შეასვენეს ბინაში. სწორედ ვასილ მაღლაფერიძის სატელეფონო ზარმა გამოიყვანა პრემირ-მინისტრი სახლიდან, რის შემდეგაც უკან აღარ დაბრუნებულა.  ნათელა მოდებაძის განცხადებით, მისთვის ცნობილია, სად იმყოფებოდა იმ ღამეს პრეზიდენტი, მაგრამ ამას მხოლოდ ოფიციალური გამოძიების დროს გაამხელს. მამა ელიზბარი, საგაზეთო ინტერვიუში ყვება, რომ მოწმემ მას დანამდვილებით უთხრა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ფაქტს შეესწრო მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე.


უკვე ყველა ღიად საუბრობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში წინა მთავრობის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ქალბატონ ნათელაზე და მის ოჯახზე ახორციელებენ ზეწოლას. მას დააჯახეს მანქანა და დააინვალიდეს, იგივე მდგომარეობაშია მისი მეუღლე. მისი შვილები საქართველოში ცხოვრობენ და მათზეც დიდი ზეწოლა ხორციელდება.


მამა ელიზბარი მიმართავს მთავარ პროკურორს, გამონახოს დრო მასთან შესახევდრად, რადგან გამოძიების დაწყების შემთხვევაში კიდევ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი.

19-11-2012, 10:37
უკან დაბრუნება