ივერიონი / იოსებ ბაღათურია:აღნიშნული კანონპროექტი სამართლებრივი დაეკონომიკური თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯია

იოსებ ბაღათურია:აღნიშნული კანონპროექტი სამართლებრივი დაეკონომიკური თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯია

საქართველოს პარლამნეტმა  კანონი ე.წ  საპოლიციო გამოსახლების  ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა  საკანონმდებლო ინიციატივას აღსრულების ეროვნული ბიურო  და საბანკო სექტორი აპროტესტებენ. 

 

ბიუროს თავმჯდომარემ, იოსებ ბაღათურიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი, როგორც სამართლებრივი,  ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯია. 

 

"ეს პრობლემებს შექმნის საკუთრების უფლების რეალიზაციის ფარგლებში, ვერ მოხდება მესაკუთრის უფლების დაცვის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს და მესაკუთრეს", - აცხადებს იოსებ ბაღათურია.

10-09-2015, 12:18
უკან დაბრუნება