ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: "ახალი აბრეშუმის გზა" შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი: "ახალი აბრეშუმის გზა" შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  ჩინელ კოლეგსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთა თემის ომენტირებისას გააკეთა. 

 

"ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებით გავააქტიურეთ ჩინეთთან ურთიერთობები - ვიცე-პრემიერები, ასევე საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციები იმყოფებოდნენ ჩინეთში ვიზიტით. ასევე განხორციელდა ჩინური დელეგაციების ვიზიტები საქართველოში. ეს არის დადატურება იმის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის პრემიერთან.

 

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას "ახალი აბრეშუმის გზის" შესახებ, ეს არის კონცეფცია -"ერთი სარტყელი - ერთი გზა". ეს არის ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროეტის მონაწილეები გავხდეთ. მიგვაჩნია, რომ "ახალი აბრეშუმის გზა" შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობის გააქტიურებას.

კიდევ ერთი საკითხი, რაც განვიხილეთ, შეეხება აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ინვესტიციის ბანკის მიერ რამდენიმე პროექტის დაფინანსებას. როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყანა ამ ბანკის თანადამფუძნებელია. პირველ ეტაპზე, 100 მილიარდია ბანკის კაპიტალი, მაგრამ საბოლოოდ 500 მილიარდიან ინვესტიციებზეა საუბარი. მექნება ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა პეკინში და ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაფინანსებას შევძლებთ. ამის მზაობა და სურვილი ჩინური მხრიდან უკვე არსებობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

10-09-2015, 13:42
უკან დაბრუნება