საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ვეტოდაძლეულ კანონს, რომელიც საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით პატარაიამ განაცხადა. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონი ოფიციალურად ძალაში შედის.
საკანონმდებლო ორგანომ, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო 81 ხმით დაძლია. ვეტოს დაძლევის წინააღმდეგი 12 დეპუტატი იყო.