ივერიონი / დიმიტრი ქუმსიშვილი: საბოლოო მოლაპარაკებების შედეგად, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის სრულად გაიხსნება

დიმიტრი ქუმსიშვილი: საბოლოო მოლაპარაკებების შედეგად, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის სრულად გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

 

"პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული ინიციატივა და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. თავის მხრივ, უკვე დასრულებულია შესაძლებლობების შესწავლა, რომელმაც შესაძლო მოლაპარაკების დადებითი მხარეები აჩვენა. ჩვენი მხრივ, ველოდებით საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ჩინეთის მიმართულებით. ძირითადი საქონელი, რომლის გატანასაც ჩინეთში ვაპირებთ, არის ღვინო. დღესდღეობით საკმაოდ მაღალია ღვინოზე დამატებითი მოსაკრებელი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო მოლაპარაკებების შედეგად, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის სრულად გაიხსნება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

10-09-2015, 20:17
უკან დაბრუნება