როგორც საქართვლოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, კახელ მევენახეებს კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
"მათ, მევენახეთა მოსმენა დღის წესრიგის პირველ საკითხად მოითხოვეს. კომიტეტის დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხების განხილვაა დაგეგმილი და ჩვენ პარლამენტში მევენახეთა მოსვლის თაობაზე არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ გვქონია. ბუნებრივია, თუკი მათი მოსმენა დღის წესრიგში წინასწარ გაიწერებოდა, სათანადოდ მოვემზადებოდით და კომიტეტზე მოწვეული იქნებოდნენ ის პირები, რომელთაც მევენახეებს პასუხი უნდა გასცენ. თუმცა, მზად ვართ ჩვენ მათი უკმაყოფილების თაობაზე მოვისმინოთ", - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.