ივერიონი / საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთში საქართველოს საელჩო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოიჩინონ სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +905336903040.

 

`მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მგზავრობის ან იქ ყოფნის პერიოდში გაითვალისწინონ თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გაფრთხილებები~, _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

12-09-2015, 21:12
უკან დაბრუნება