ივერიონი / როგორ „აბოლებს“ ნიკა გვარამია ბავშვებს და მოზარდებს პროვინციებში!... ანუ ტაშფანდურა მგლოვიარე ქუთაისში...

როგორ „აბოლებს“ ნიკა გვარამია ბავშვებს და მოზარდებს პროვინციებში!... ანუ ტაშფანდურა მგლოვიარე ქუთაისში...

ნიკუშ, ძმა, მოიხედე აქეთ! აბა ეგ „ცირკები“ თბილისში გამართე! თავზე დაგამხობენ სცენას მაგ შენი ტრანსსექსუალი მასხარებით! 

 

გუშინ სპეციალურად ვუყურე „რუსთავი 2“-ის ქუთაისში გამართულ „ლაივ შოუს ღია ცის ქვეშ!“ ძალიან მაინტერესებდა როგორ მოიქცეოდნენ მგლოვიარე ქუთისელები!... 

 

იქ, მოზრდილი ადამიანის ერთი ნორმალური სახე ვერ დავინახე, მხოლოდ ბავშვები და თენეიჯერები „ხალისობდნენ“, ინტერვიუებიც ბავშვებს ჩამოართვეს! ბავშვებთან ტინგიცობდნენ და „სელფაობდნენ“ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის წამყვანები“! 

 

ეგ თქვენი გედის სიმღერა იყო „კოლეგებო“! რა ვქნა, მთელი საქართველო გაგინებთ! მე პირადად მივიჩნევ, რომ „რუსთავი 2“ - საქართველოს ფსიქოლოგიური საწამლავი და „CO“-ა! 

 

ქუთაისელებო, ჯერ ერის სიამაყე, კლასიკოსი მწრალი მიწისთვის არ მიგიბარებიათ და როგორ გააბედვინეთ მაგ ნაცისტების ლაქიებს ტაშფანდურის გამართვა მგლოვიარე ქალაქში?! 

 

თუ თქვენც ტყემალზე ზიხართ და აზრზე ვერ მოსულხართ ვინ დაკარგეთ! საერთოდ, თუ წააგიკითხიათ რეზო ჭეიშვილის ნაწარმოებები?! ან იქნებ თამაზ ჭეიშვილში გეშლებათ რეზო ჭეიშვილი! სირცხვილი, ქუთაისელებო!... სირცხვილი! არ გაბედოთ ჭეიშვილის ხსენება! სირცხვილით როგორ ვთქვა, მამაჩემი ქუთაისში დაიბადა მეთქი?... არა და ვთქვი მგონი უკვე! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

14-09-2015, 13:01
უკან დაბრუნება