გასული 3 წლის განმავლობაში საკუთრებაში ბინა 14 000 იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო, -- განუცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღვანდელი სხდომის დაწყებისას.
"ამ 14 000-ში შედის 5 000 ახლად აშენებული ან რეაბილიტირებული ბინა. 9 000 კი ის დაკანონებული საცხოვრებელი ფართებია, რომლებშიც დევნილები აქამდე ცხოვრობდნენ. ეს პროცესი გრძელდება", -- განაცხადა სოზარ სუბარმა.
"მაგალითად, თუკი წინა ხელისუფლებამ კანონმდებლობის დონეზე აკრძალა თბილისში სახლების მშენებლობა დ ამათი დევნილებისთვის გადაცემა, ჩვენ წელს პირველად 600-მდე იძულებით გადაადგილებულ პირს ბინას სწორედ თბილისში მივცემთ. დღევანდელ სხდომაზეც სწორედ დევნილებისთვის 380-ზე მეტი ბინის დაკანონების საკითხი გადის", -- განაცხადა სოზარ სუბარმა.