ივერიონი / ოთარ დანელია რთველი 2015-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს

ოთარ დანელია რთველი 2015-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და აგრარული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რთველი 2015-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში ოთარ დანელიას გამოსვლა მინისტრისა და შესაბამისი კომიტეტების წინასწარი კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა. მინისტრმა სხდომაზე ინფორმაციის მიწოდების სურვილი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გამოთქვა.

 

ყურძნის ჩაბარების ფასის საკითხზე კახელი მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს სხდომის ჩატარებას გეგმავს.

15-09-2015, 10:52
უკან დაბრუნება